მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში...

რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც მან ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა მონტენეგროს ფორუმზე.

Published on

4-6 ივნისი. მონტენეგროში მიმდინარეობს  მორიგი საერთაშორისო ფორუმი  უსაფრთხოების საკითხებში – TO BE SECURE. 
კონფერენციის მთავარი თემა იყო ევროატლანტიკური და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ვითარება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უკრაინის კრიზისი და მისი დაძლევის გზები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში უკრაინის კრიზისზე, სადაც რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად განიხილავდნენ უკრაინაში შექმნილ ვითარებას, კრიზისის მოგვარების გზებს, მის გავლენას ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, ასევე იმ აუცილებელ ნაბიჯებს ,რაც უნდა გადაიდგას საერთაშორის ოთანამეგობრობის მხრიდან რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად. 
საგარეო უწყების ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა  უკრაინასა და ზოგადად, რეგიონში არსებული ვითარების მოგვარების გზებზე და ხაზგასმით აღნიშნა დასავლეთის ერთიანი და მტკიცე პოზიციის  მნიშვნელობა.
"რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რაც ჩაიდინა საქართველოსა და უკრაინაში. საჭიროა დასავლეთის ერთიანი, მტკიცე და პერმანენტული პოზიცია, მხარდაჭერა იმ ქვეყნების, ვინც გააკეთეს თავისი სუვერენული არჩევანი და რის გამოც ისინი, ფაქტობრივად, ისჯებიან", – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...