მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,TBC ბანკის ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც...

,,TBC ბანკის ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა” – გაფრთხილება საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან

Published on

TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს საქართველოში გაეროს კოორდინატორი ეხმაურება. ლუიზა ვინტონი პროცესებს საფრთხის შემცველს უწოდებს და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
 
მისი თქმით, TBC ბანკის ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა. 
 
„ეს არის გარკვეული გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ბიზნესგარემოსა და მარეგულირებელი სისტემებისთვის, ჩვენ ველით შედეგს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და სანდო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ მარალი რეიტინგი მოეპოვებინა ბიზნესგარემოს კუთხით, საქართველოს გააჩნია ნდობით აღჭურვილი საბანკო სისტემა და მარეგულირებელი ორგანოები. ჩვენ ვხედავთ,რომ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა და ველოდებით ამ ყველაფრის სწრაფად მოგვარებას",- აცხადებს ლუიზა ვინტონი.
 
საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ თიდესტრომის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ პროცესი სათანადოდ წარიმართოს.
 
„, ჩვენ და ასევე საერთაშორისო ინვესტორები, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. საქმის არსებით ნაწილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სათანადოდ წარიმართოს“, – ასე ეხმაურება  „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შვედეთის ელჩი. 

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...