მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მკვდარი სულების დაბრუნება“ ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნას ვერ გაუხანგრძლივებს.'' - სალომე სამადაშვილი

„მკვდარი სულების დაბრუნება“ ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნას ვერ გაუხანგრძლივებს.” – სალომე სამადაშვილი

Published on

 
მკვდარი სულების დაბრუნება – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება 
 
სამადაშვილის თქმით, „მკვდარი სულების დაბრუნება“ ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნას ვერ გაუხანგრძლივებს. მისივე განცხადებით,  „ქართული ოცნება“ არის სრულიად გაკოტრებული.
 
"ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. მკვდარი სულების გაცოცხლება- ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც „ქართული ოცნების“ სახით,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში დაბრუნდა. ის დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაც ჩაიბარა.
 
არ არის გამორიცხული ღარიბაშვილი პარლამეტში აღმოჩნდეს. შესაძლოა მან კენჭი მთაწმინდის მაჟორიტარად იყაროს. ეს პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და საპარლამენტო მანდატი დატოვა. 

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...