მთავარისიახლეებიპოლიტიკაპედრო აგრამუნტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში ცხარე დებატების საგნად რჩება

პედრო აგრამუნტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოში ცხარე დებატების საგნად რჩება

Published on

ქართული დელეგაციის წევრები რადიკალურად განსხვავებული პოზიციებიდან ეხმაურებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის  პედრო აგრამუნტის მიერ  გიგი უგულავას მოხსენიებას  პოლიტპატიმრის სტატუსით.

 თავისუფალ დებატებზე თედო ჯაფარიძის საპასუხო გამოსვლას უმრავლესობის წევრები აფასებენ როგორც საკადრის პასუხს მათ მიმართ, ვინც საქართველოს  ბავშვივით ექცევა. “ჩვენ რასაკვირველია ვართ მზად, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან, მიუხედავათ იმისა, რომ ის წარმოადგენს სახალხო პარტიას და აქვს ღია გაცხადებული სიმპატიები ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ თუ არის კეთილ განწყობილი რეკომენდაციები, რჩევები და მეგობრული შეთავაზებები ჩვენ ამას ვიღებთ ძალიან ღიად და ბუნებრივია, ქვეყანა მზად არის ამ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ფორმას აქვს ძალაინ დიდი მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, თავმოყვარე ქვეყანა თუკი მიიჩნევს, რომ მას ექცევიან ისე როგორც პატარა ბავშვს, ბუნებრივია, გარკვეული რეაქცია ამას ექნება“, – აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

”ბატონმა თედომ განაცხადა,  რომ უგულავა არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული ფინანსური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. საქართველო არ არის თავში ხელსაწმოსაკრავი ბიჭი, რომელსაც ხან იქ ახსენებ,  ხან აქ. ბოლოს ბატონმა თედომ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ტიპის შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და გაგრძელდება თანამშრომლობა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი იმიტომ გვჭირდება რომ მან შეასრულოს კონსტრუქციული როლი საქართველოს განვითარებაში,”- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს აყენებს ზიანს. 

"მსგავსი თავდასხმები დამახასიათებელია  არაცივილიზებული ქვეყნებისთვის, თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ საქართველო მოახვედროს არაცივილიზირებული ქვეყნების რიცხვში, ეს ქართული ოცნების პრობლემაა. მაგრამ, მე ვფიქრობ თედო ჯაფარიძის გამოსვლა მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო ზრდილობიან ფორმებში იყო, ვიდრე მისი კოლეგების პიროვნული თავდასხმები საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე, არის საქართველოსთვის საზიანო და არცხვენს საქართველოს. თუ რამე აყენებს ზიანს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს არის ასეთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო გამოსვლები“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა. 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...