მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსის სიმპტომით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსის სიმპტომით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს.

Published on

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1ვირუსის სიმპტომით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს. პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, კერძოდ, ოჩამჩირედან. ავადმყოფი ენგურის ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა არ გაატარეს, ამიტომ მისი გადმოყვანა დაგვიანებულია.პაციენტის მდგომარეობა ექიმების განცხადებით კრიტიკულია.ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ღორის გრიპის ვირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, სამიდან ერთ-ერთი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარიამოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მისი განცხადებით, ეპიდემია არ დასტურდება, თუმცა შემთხვევები იმატებს და ამიტომაც ექიმთან ვიზიტი ყველა შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...