მთავარისიახლეებისაზოგადოებაCO-ს დაგროვების შედეგად რუსთავში 7 ადამიანი მოიწამლა - მათ შორის 6 ბავშვია

CO-ს დაგროვების შედეგად რუსთავში 7 ადამიანი მოიწამლა – მათ შორის 6 ბავშვია

Published on

CO-თი მოწამვლის მორიგი შემთხვევა – ინტოქსიკაცია ოჯახის შვიდმა წევრმა მიიღო, მათ შორის 6 ბავშვია. შემთხვევა რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მოხდა.
 
წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი სახლში დამონტაჟებული ღია წვის გამათბობელია. ორმა ბავშვმა აბაზანაში ბანაობის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც ბებიამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ოჯახის სხვა წევრებს ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ.
 
ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი ცხრა წლის, ყველაზე პატარა კი ერთი წლისა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...