მთავარისიახლეებიპოლიტიკასად არის შენი ბედნიერება, ზვიად? ანუ რატომ ესალმებიან მეზობლები უკვე სხვანაირად დეპუტატს?

სად არის შენი ბედნიერება, ზვიად? ანუ რატომ ესალმებიან მეზობლები უკვე სხვანაირად დეპუტატს?

Published on

ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ  "ქართული ოცნების" დატოვების შემდეგ მეზობლები სხვანაირად ესალმებიან.
 
როდესაც ეს განცხადება [უმრავლესობის დატოვების]დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, ერთი 30 კილო დავიკელი. შემსუბუქება ვიგრძენი. ძაღლი მყავს როტვეილერი, ვასეირნებ ხოლმე დილით ადრე და გვიან საღამოთი. მეზობლები სხვანაირად მესალმებიან. ისეთი ბედნიერი ვარ.  ” აცხადებს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ტვ.პირველის ეთერში.
 
მიუხედავად ამ ბედნიერების განცდისა, ზვიად კვაჭანტირაძე უკან დასახევ გზას იტოვებს და აცხადებს, რომ ქაქში უმრავლესობაში ყოფნისას კი არ იჯდა , არამედ ,,ქართული ოცნების'' მოსვლამდე. 
,,ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს ნაცების მმართველობის პერიოდს ნამდვილად ნუ შევადარებთ. არ შეიძლება შედარება, თქვენ ძაან კარგად იცით რა ქაქშიც ვიყავით და რა პროგრესი განვიცადეთ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ეს საკუთარ ტყავზე ვერ იგრძნეს. 
 
მე ვსაუბრობ იმ აბსოლუტურ უკანონობაზე, რომელიც ნაცების დროს მეფობდა ქვეყანაში, ის ღირსების შელახვა, რომელიც იყო ყველა ფეხის ნაბიჯზე. ეს აბსოლუტური უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა. ამას ახლა ნამდვილად ვერ იტყვი, რომ ოცნების პერიოდში ადგილი აქვს. ”
 
მაშ, საიდან მოდის მისი ბედნიერების განცდა და რას ემყარებიან მეზობლები , როცა ახლა უკვე თბილად ესალმებიან? როტვეილერის გასეირნების შემდეგ, როგორც ჩანს, იგი თეთრი ლამბებით კერვით ერთობა, მაგრამ . ხანგრძლივ ბედნიერებას   ლამბებით ვერ შეკერავ – . სალამი და კეთილგანწყობა   მოდის და მიდის გულწრფელობის ხარისხის პროპორციულად.

 
შეგახსენებთ, ზვიად კვაჭანტირაძემ ქართული ოცნება 27 თებერვალს დატოვა. მანამდე, პარტია დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...