მთავარისიახლეებიკონფლიქტები„იმედია, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“ - სერგეი შამბა პრეზიდენტ ლუკაშენკოს...

„იმედია, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“ – სერგეი შამბა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებას ეხმაურება

Published on

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო, რადგან  იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მინსკი აფხაზეთს აღიარებდა, ბელარუსს სანქციებს დაუწესებდნენ. მან ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას სიტყვებიც გაიხსენა. 
 
"ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა – თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გამოგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი",- ამბობს ლუკაშენკო.
 
 მისი თქმით, ამ საკითხზე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა, თუმცა  მედვედევი ამისთვის მზად არ იყო. 
 
" მახსოვს მაშინ დიმიტრი მედვედევსაც შევხვდი, მასთან დალაპარაკება მინდოდა, თუმცა ის საუბრისთვის მზად არ იყო და იცით რა მითხრა? რომ ბევრი ეკონომიკური დეტალია, რომელშიც ვერ ერკვევა და ამ საკითხის გასარკვევად ვლადიმირ პუტინთან გადამამისამართა",-ამბობს ბელორუსის პრეზიდენტი.
 
ლუკაშენკოს ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გამოეხმაურა. მან  იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“.
 
„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
 
 

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...