მთავარისიახლეებისაზოგადოებავენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი ოთხი დღის ძებნის შემდეგ ფლორენციაში იპოვეს

ვენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი ოთხი დღის ძებნის შემდეგ ფლორენციაში იპოვეს

Published on

 
ვენაში გაუჩინარებული ქართველი სტუდენტი, ანრი ლომიძე, ფლორენციაში იპოვეს. ანრი ახლა ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. თუმცა, გაირკვა ისიც, რომ ის გზაში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
ის იტალიაში მცხოვრებ დედასთან მიდიოდა. საქართველოს პოლიციის ატაშეს მეშვეობით ინფორმაცია სტუდენტის ოჯახს უკვე მიაწოდეს.
 
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
 
შეგახსენებთ,  ქართველ სტუდენტს  ოთხი დღე ეძებდნენ.  ანრი ლომიძე  ქუთაისიდან არის და უკვე ორი წელია ვენაში ცხოვრობს. როგორც მისი გაუჩინარების შემდეგ  ამბობდნენ მეგიობრები,  მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც  ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი  კვალი დაიკარგა. მას არც დედასთან დაურეკავს 
 
ანრი ლომიძის ძებნაში აქტიურად იყო ჩართული   ავსტრიის პოლიცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
 
.

 

 

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ: „სამწუხაროდ...