მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: ოკუპანტის წახალისება არ უნდა მოხდეს

დავით უსუფაშვილი: ოკუპანტის წახალისება არ უნდა მოხდეს

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლონეთში მიმდინარე ევროპა-უკრაინის მეცხრე  ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობს.  პლენარულ სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში იგი საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ პრობლემებსა და დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას შეეხო. 

"საქართველო და უკრაინა იზიარებენ ისტორიულ წარსულს, ისევე, როგორც აწმყოს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას ევროკავშირის გზაზე. ამავდროულად, ორივე ქვეყანამ განიცადა მისი სუვერენიტეტის დარღვევა და ჩვენი ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია. საქართველოს და უკრაინას არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად ერთმანეთის გვერდში დგომა სჭირდებათ. რაც შეეხება სანქციების თემას, მახსოვს, საქართველოში რა მოხდა 2008 წელს, და მახსოვს ის დაპირებებიც, რაც მსოფლიოს ჰქონდა. თუმცა, ასევე მახსოვს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან 15 კილომეტრში ჩატარდა. სამწუხაროდ, მაშინ მსოფლიო ლიდერებს, თითქმის აღარ ახსოვდათ, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მიმაჩნია, რომ აგრესორის და ოკუპანტის წახალისება არ უნდა მოხდეს,“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.  

.

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...