მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში CO-ს დაგროვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

თბილისში CO-ს დაგროვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

Published on

უბედური შემთხვევა კნოლევის ქუჩაზე მოხდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, ნაქირავები იყო. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცი და ქალბატონი. 
 
როგორც "ყაზტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად ჩახსნილია გაზის მოწყობილობები. უწყება განმარტავს, რომ ისინი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. 
 
"ჩვენს მიერ ბინაში შემოწმდა გაზგაყვანილობა სამზარეულოში გაზის გაჟონვა არ აღინიშნა. სამზარეულოში დამონტაჟებული იყო სამ სანთურიანი გაზქურა ასევე შესასვლელში დამონტაჟებული იყო ნიკალას ტიპის გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით. ჩვენს მიერ აღნიშნულ ბინას შეუწყდა გაზის მიწოდება, ქვემრიცხველიდან რეზინის მილის ჩახსნის მეშვეობით და 15მმ-იანი ბურთულიანი ონკანის გადაკეტვით. ასევე აღნიშნული მისამართზე ნიკალას ტიპის გამათბობელი ჩაიხსნა გაზის რეზინის მილიდან. აღნიშნული მისამართზე მთავარ მრიცხველზე დაერთებულია ქვემრიცხველები, ასევე ეზოში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია სამი ცალი ღიაწვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. ჩვენს მიერ გადაიკეტა და დაილუქა ცენტრალურ მრიცხველი," – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...