მთავარისიახლეებისაზოგადოება"სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კულტურულ ძეგლს, ნიკოსეულ სასახლეს"- ლილი ბერაია

“სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კულტურულ ძეგლს, ნიკოსეულ სასახლეს”- ლილი ბერაია

Published on

"ძალიან კარგია აშენება, მაგრამ გააჩნია სად ვაშენებთ"- ასე გამოეხმაურა ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე კომპანია m2-ის მიერ სასტუმროს მშენებლობის თემას ზუგდიდის დადიანების იტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, რომელიც ტელეკომპანია "ოდიშის" პირდაპირ ეთერში ესწრებოდა გადაცემას "დიალოგი". ლილი ბერაიას თქმით,  მუზეუმთან ახლოს ყველანაირი მშენებლობა მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.  მისი თქმის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს უწევს წინააღმდეგობის გაწევა მშენებლობაზე. "2001-2002 წლებში გაიყიდა ნიკოსეულ სასახლესთან ტერიტორია, თუმცა მანამდეც 1998 წელს იყო გაყიდული და რატომღაც სულ 2007 წელი ტრიალებს. პროკურატურაშიც გამოკითხვაზე მხოლოდ 2007 წელზე მკითხეს, არადა ეს ტერიტორია 98-დან გაყიდული იყო. იქ აპირებდნენ 3 სართულიანი სასტუმროს აშენებას თავისი ტელევიზიით და სპორტული დარბაზებით (საუბარია ამფითეატრზე, რომელიც მუზეუმის ეზოში იყო განთავსებული და მასთან ერთად გვერდით ფუნქციონირებდა  ღია კაფე ) ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მაშინ, რომ ეს არ აშენებულიყო იქ. ძეგლთა გადარჩენის ფონდს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რადგან დღე საშენი მასალები არ შემოქონდათ და ღამე შემოქონდათ დიდი მანქანებით და უკან ვაბრუნებდით ამ მანქანებს. მოვახერხეთ როგორღაც იმ უსახური შენობის მოშორება და დღემდე ის ადგილი არის მოუწესრიგებელი, ირგვლივ ყველაფერი მოწესრიგდა, გარდა ამ ტერიტორიისა."- ლილი ბერაიამ ზუგდიდის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა, რომლის  მიხედვითაც ცენტრალური ბულვარი უნდა მიერთებოდა დადიანების სასახლეს და აღდგენა მოხდება პირვანდელი სახის:  „სად წავიდა ქალაქის განვითარების ის გეგმა,რომ უნდა  დაერთებოდა ბულვარი მუზეუმს. თქვენ რა გგონიათ ახლა, იქ რომ სასტუმრო აშენდება, ხომ ჭირდება მას სამუშაოები და ის ნიკოსეული სასახლე ამას ვერ გაუძლებს. ერთი ზედმეტი რყევა ამ ძეგლს გაანადგურებს, ის ტერიტორია უნდა იყოს ნაკრძალი, იქ არ უნდა შედიოდეს არც სკუტერი, არც ძროხები, როგორც დღეს დადის და არც იმ ტერიტორიაზე არ უნდა აშენდეს სასტუმრო, რადგან ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კულტურულ ძეგლს, ნიკოსეულ სასახლეს, გააკეთეთ მწვანე ნარგავები და როგორც სხვა ქვეყნებშია ისე გააკეთეთ გამწვანება“- მიმართა ზუგდიდის მუზეუმის დირექტორმა გადაცემაში მოწვეულ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...