მთავარისიახლეებიპოლიტიკალიეჟში პრაქტიკაგავლილ კუნთმაგარ ბიჭებს სპორტულ სამოსზე ამჯერად...

ლიეჟში პრაქტიკაგავლილ კუნთმაგარ ბიჭებს სპორტულ სამოსზე ამჯერად პიჯაკებს გადააცვამენ და რომში გაამგზავრებენ?

Published on

საქართველოს საელჩოს ცნობით, კულტურული ასოციაციის'' რომის ქართული დიასპორა'' ინიციატივით კვირას 3 მარტს 13 30 – ზე შედგება შეხვედრა  ოსტორიკოს ანზორ დიხამინჯიას, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე ანტიკური რომი. დასწრება თავისუფალია. 
 
შეგახსენებთ რომ საქართვლოს  მომავლის ფორუმმა ,,ერთად სახლში'' ჯერ კიდევ თებერვლის პირველ რიცხვებში, ლიეჟში  ხელისუფლები მიერ ორგანიზებული  სამარცხვინო ინცინდენტის შემდეგ  დააანონსა ქართველი ემიგრანტების შეხვედრა რომში და მკაფიოდ განსაზღვრა შეხვედრის თარიღი – მიმდინარე წლის 3 მარტი, 13 და 00 წუთი.
 
ასეთი ,, დამთხვევა''  მეტყველებს იმაზე, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ ლიეჟში განცდილი კრახის შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა ალტერნატიული ვარიანტი, სადაც თბილისიდან მობილიზებულ ზონდერ ბრიგადებს ანზორ დიხამინჯია და მისთვის მობილიზებული აუდიტორია ჩაანაცვლებს იმ იმედით,რომ იტალიაში მყოფ სხვა ქართველებსაც  ანტიკური რომის ბედი უფრო ააღელვებს , ვიდრე თავისი ქვეყნისა და თავქუდმოგლეჯით შეუერთდება ხელისუფლების ამ ღონისძიებას.
 
მოსალოდნელია ისიც, რომ ლიეჟში პრაქტიკაგავლილ  კუნთმაგარ ბიჭებს  სპორტულ სამოსზე        ამჯერად  პიჯაკებს გადააცვამენ  და ისინიც სიამოვნებით გაემგზავრებიან რომში კულტურულ ღონისძიებაზე დასწრების  საბაბით,  მით უფრო რომ მათი ეს გასეირნება  ჩვენს გადასახადებზე დამყარებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება, ლიეჟი კუნთებით გაააოცეს, რომს – თავიანთი ინტელექტითა და კუტურული  მისწრაფებებით გააოცებენ ,  ამასთან ვინძლო ემიგრანტების შეხვედრაზეც შეიარონ ,, მონატრებული'' თანამემამულეების მოსანახულებლად.
 
 
,,და საქართველოს საელჩოს არ ეუხერხულება არანაირად,რომ ივანიშვილის მითითებით,ზუსტად დაამთხვია ღონისძიება ჩვენს საქართველოს მომავლის ფორუმს რომში?''; სვამს კითხვას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...