მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან კაკულია: ღია ეთერში ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს

რომან კაკულია: ღია ეთერში ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს

Published on

 ღია ეთერში ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ  პალიტრანიუსის ეთერში.-  ვეუბნები მათ, რომ ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო მათთვის სიტყვის არ მიცემა, უბრალოდ სიტუაცია ისეთნაირად წავიდა, რომ ის აღარ იქნებოდა უკვე, ჩემი აზრით… მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პიროვნულად, მათ ბოდიშს ვუხდი, თუ დამიჯერებენ, რომ ეს არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემის მცდელობა, უბრალოდ ისეთი კაკაფონია იყო უკვე იქ, რომ ეს არ დაემსგავსებოდა არც მათი მხრიდან და არავის მხრიდან საგნობრივ საუბარს იმ თემებზე, რომელზე საუბარიც მათ სურდათ.
 
ამასთანავე, მე ვიცოდი, რომ ბატონი ირაკლი კოვზანაძე სთავაზობდა მათ იგივე ფორმატს, ამიტომ, ჩემს თავს მივეცი უფლება, (ვიმეორებ, ბოდიშს ვუხდი მათ, რომ ეს ვერ გავაკეთე), გადაწყვეტილების მოტივაცია ავხსენი, აწი უკვე თქვენი ნებაა, ამას მიიღებთ, არ მიიღებთ, დაიჯერებთ, არ დაიჯერებთ, მე დავდექი ასეთი არჩევანის წინაშე ”.
 
რომან კაკულიას ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მის მიერ მირებული გადაწყვეტილება  იმ  სხდომის დახურვის შესახებ, , რომელზეც TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და კობა გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. 
 
ოპოზიციის კვადაკვალ რომან კაკულია მკაცრად გააკრიტიკა არასამთავრობ სექტორმაც. 
 
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პარლამენტს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. . 
 
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გუშინდელ საკომიტეტო განხილვაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა „თიბისი ბანკის“ საქმეში „ქართული ოცნების“ ინტერესი და ეროვნული ბანკის მიკერძოებულობა.
 
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ჯეროვნად შეასრულოს მაკონტროლებლის ფუნქცია და მისცეს საზოგადოებას კანონიერი უფლება, მოისმინოს მაღალი ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები.
 
"მათ შეეძლოთ, რომ კომიტეტის სხდომა გამოეყენებინათ იმისთვის, რომ ყველა კრიტიკულ კითხვაზე პასუხები გაეცათ. როგორც ჩანს, მათ ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ჩვენც და საზოგადოებაც ვფიქრობთ, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივაციები იკვეთებოდა,“- აღნიშნა ეკა გიგაურმა.
 
შეახსენებთ გუშინ სხდომა ისე დასრულდა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს სიტყვის თქმის უფლება არ მიეცათ, ხოლო დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეკითხვები ვერ დაუსვეს და, შესაბამისად, ვერც პასუხები მიიღეს. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...