მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ნაციონალური მოძრაობა'' პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს: ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს...

,, ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს: ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ანაკლიის პორტს”

Published on

პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა:
 
„პარლამენტში დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ნათელი გახდა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ ქმედებასთან, რომლის სამიზნე არის არა მხოლოდ თიბისი ბანკი, არამედ სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი.
 
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ანაკლიის პორტი, ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას დიდი ხანია ეწევა რუსეთი. საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს პარლამენტს აქვს სრული უფლება ქონდეს ინფორმაცია იმაზე თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ანაკლიის პორტს.
 
შესაბამისად, დღეს მე მივმართავ ოფიციალური წერილით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საგანგებო სხდომა ანაკლიის პორტის თემაზე, რომელზეც გამოცხადდებიან როგორც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები , ასევე ანაკლიის კონსორციუმის წევრები და საჯაროდ განხილული იქნება ის დეტალები, რომელიც უკავშიდება ამ პროექტის მომავალს, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან.  ამ სტრატეგიულ ინტერესების დაცვა არის პარლამენტის და ყველა კომიტეტის პირდაპირი ვალდებულება, თუ ამ კომიტეტის მოწვევაზე უმრავლესობა უარს იტყვის, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნებიან იმაში, რომ სახელმწიფო უწყებები, მათ შორის პარლამენტი პირდპირ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მათ შორის ანაკლიის პროექტის ჩაშლას ან მითვისებას.
 
იმედი მაქვს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური ჯგუფი მხარს დაუჭერს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...