მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალის რაიონის სოფელ საბერიოში საექიმო ამბულატორია დაიხურა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში საექიმო ამბულატორია დაიხურა

Published on

გალის რაიონის  სოფელ  საბერიოში  საექიმო ამბულატორია დაიხურა.ამის შესახებ  „ოდიშინიუსს“ სოფლის მცხოვრებლებმა შეატყობინეს . მათი თქმით, ამბულატორიის დახურვის შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.“ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი, აქ ახლო-მახლო მეტი არაფერი არ არის და გალის საავადმყოფოში ჩასვლა ხარჯი გვიჯდება. პრობლემები გვაქვს“- აცხადებენ ისინი. საბერიოს ამბულატორიის დირექტორი შმაგი გუნჯუა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იურისტის  ნატო გრიგალაშვილის განცხადებით,შმაგი გუნჯუა არც სამინისტროსთან გამოდის კონტაქტზე: “საბერიოს საექიმო ამბულატორიის ხელმძღვანელი ინფორმირებულია დაწესებულების რეორგანიზაციის თაობაზე, თუმცა არ ცხადდება სამინისტროში, რადგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელს უშლის რეორგანიზაციის პროცესს.ამ საკითხს შესაბმისი კომისია შეისწავლის და დადებს დასკვნას.“,- განაცხადა გრიგალაშვილმა. მისივე განმარტებით, საბერიოს საექიმო ამბულატორია აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს პროგრამებისა და სამდიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის შემადგენლობაზი შემავალი დაწესებულებაა, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება საქართველოს ჯანდაცვითი პროგრამების: სოფლის ექიმის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევის მიზნით, მათ შორის, ექიმის კონსულტაცია უფასოდ, საბაზისო მედიკამენტებით ბენეფიციართა უფასოდ უზრუნველყოფა და სხვა. ხოლო რაც შეეხება ამბულატორიის რეორგანიზაციის საკითხს იურისტი დასძენს,რომ გალის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებათა რეორგანიზაცია ითვალისწინებს მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, ვინაიდან იმთავითვე შედიოდნენ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროში, თუმცა მათ არ გააჩნდათ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. „რეორგანიზაცია არ ითვალისწინებს შტატების შემცირებას“,-აცხადებს ნატო გრიგალაშვილი. „კითხვები გვაქვს შმაგი გუნჯუასთან, მისი საქმიანობის შესწავლით ვინტერესდებით და ეს არ მოსწონს და ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვს ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძისგან. რადგანაც გვაქვს ინფორმაცია ამბულატორიის დახურვის შესახებ, ჩვენ ამას აუცილებლად შევისწავლით„- განაცხადა გრიგალაშვილმა. 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...