მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს. სხვა საქმეა, რამდენად დამაჯერებელია ...

ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს. სხვა საქმეა, რამდენად დამაჯერებელია თავის ფრაქციასთან ერთად მოირგოს ოპოზიციის როლი

Published on

 
 ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს.
 
„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის "სოციალ-დემოკრატებთანაც", თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ“
 
ეკა ბესელიას გრაქციის შექმნა ნამდვილად არ გაუჭირდება, რადგან ამისთვის  მხოლოდ  6 წევრიც საკმარისია , მაგრამ სხვა საქმეა, შეძლებს თუ არა იგი თავის ფრაქციასთან ერთად მოირგოს ოპოზიციის როლი.
 
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის თქმით ..,,გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ახლა უმრავლესობიდან გამოყოფილი  დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს ის დეპუტატი, გახდება ოპოზიცია. იმიტომ, რომ ჩემთვის ოპოზიციონერობის მთავარი კრიტერიუმი და ტესტი არის, რამდენად უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და არცერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა ქართულ ოცნებას, არ აპირებს, არ საუბრობს და არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.ეს არის რეალურად შიდა კინკლაობა, ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეს ხარჯზე მოიპოვოს გავლენა ივანიშვილის კარზე. ამიტომ, ამის შეფასება, როგორც ოპოზიცია, როგორც გამოყოფა და რაღაც სერიოზული ძალის შექმნა, მგონია, რომ არის გადაჭარბებული''
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ქართული ოცნების უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის შესახებ. კომეტარებში აცხადებს: 
”დეპუტატების მხრიდან უმრავლესობის დატოვების პროცესმა მიიღო სასაცილო ფორმა. ყველა ტოვებს ცალცალკე და განცხადებებსაც არა ერთად, არამედ ცალკე აკეთებენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას ერთად ვერ გააგრძელებენ. საბოლოო ჯამში, მათი პოზიცია არის ის, რომ ისინი მიდიან ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის. საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ანუ ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს ეს ხალხი ჩადგება მის ერთგულ სამსახურში. ”
 

სიახლეები

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...