მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: საქართველოს „პატარა ცახესი“ აზის თავზე. დავით კირკიტაძე არის ივანიშვილის პირადი...

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს „პატარა ცახესი“ აზის თავზე. დავით კირკიტაძე არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, ისევე როგორც ახალაია, ცააძე, შამათავა და მერაბიშვილი”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის მიმართ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.
მისი თქმით, ივანიშვილები, მურუსიძეები და ჩინჩალაძეების სახით საქართველოს „პატარა ცახესი“ აზის თავზე.
 
„ეს არ არის სასამართლო ეს არის სრული ფარსი, საქართველოს თავზე აზის „პატარა ცახესი“, რომელსაც გაუგებარი მიზეზების გამო ჰქვია მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, ივანიშვილები. ეს არის ქაფი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამოტივტივდა, მოსამართლეს არგუმენტიც კი არ ჰქონდა. ადამიანი იმყოფება უკანონო ტყვეობაში პოლიტიკურ პატიმრობაში, სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყურებამდე ვართ ნაგავში, თავისუფალი სუნთქვა ჭირს, მეგობრებო და ვინც „ქართულ ოცნებას“ შეგნებულად ხმას აძლევთ, დატკბით, ჯერ თქვენამდე არ მოსულან, მაგრამ აუცილებლად მოვლენ, იმიტომ რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ პუტინის რეცეპტების გარდა არაფერი არ იცის. დავით კირკიტაძე არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, ისევე როგორც ახალაია, ცააძე, რომან შამათავა და ვანო მერაბიშვილი", – განაცხადა ვაშაძემ

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...