მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა

Published on

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების მორიგი ფაქტი – სოციალურ ქსელში,  ამჯერად ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები ინტერნეტში უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
 
ბათუმის პოლიციაში ცოტა ხანში დაკითხვების სერია უნდა დაიწყოს. სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ უფროსკლასელების პირადი კავშირის ამსახველი მასალა "ფეისბუქზე" იმ ჯგუფში გავრცელდა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან.
 
სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ მშობლების განცხადების საფუძველზე სხვა სასწავლებლებში გადაიყვანეს. 
 
მომხდარს გამოეხმაურა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელიც. გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია რესურსცენტრში სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ სკოლიდან მიიღეს. მისი თქმით, კადრები გადაღებულია არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში. 
 
„ერთ-ერთი  კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში  გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის  მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში,“-განაცხადა გოჩა დავითაძემ.
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...