მთავარისიახლეებიპოლიტიკაგურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი გაიმართება

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომა დღეს სხდომა გაიმართება.
 
პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.გურჯაანში ჩასვლას და პროცესზე დასწრებას გეგმავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
 
გასულ სხდომაზე, კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე დავით ნაიმანიშვილმა ძალაში დატოვა. ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მათივე განმარტებით, კირკიტაძე უპირბოდ არღვევს კანონის დაცვის პრეზუმფციას, შესაბამისად, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა მის ქმედებას.
 
დაცვის მხარე კი, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა. ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა.
 
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
 
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
 
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

სიახლეები

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...