მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა,აქედან ორი...

საქართველოში იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა,აქედან ორი ზუგდიდის საავადმყოფოში მოხდა

Published on

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომებით 59 წლის მამაკაცია მოთავსებული.

მას ორმხრივი პნევმონია და მაღალი სიცხე აღენიშნება. იგი გრიპის ნიშნების გამოვლენიდან მეოთხე დღეს მიიყვანეს საავადმყოფოში. მამაკაცი ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.იგი ზუგდიდში გალიდან გადმოიყვანეს.

ცნობისთვის, 18 იანვარს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1 N1-თ 68 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ისიც ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ, რომ პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.  მეორე შემთხვევა დაფიქსირდა გუშინ – გარდაიცვალა ფოთიდან გადმოყვანილი შუახნის ქალბატონი. თუმცა არის თუ არა მისი სიკვდილის მიზეზი  ღორის გრიპი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუ სავარაუდო დიაგნოზი დადასტურდ,ა ეს მიმდინარე წლის იანვარში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების  მესამე შემთხვევაა საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთერთი გარდაცვლილი და ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი  ზუგდიდის საავადმყოფოში გალიდან იქნა გადმოყვანილი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფხაზეთში H1N1 ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა  მთავარი სანიტარული ექიმი ვლადიმერ ბერულავა განმარტავს, რომ აფხაზეთში არ არსებობს ვირუსის დასადგენად საჭირო ტესტები და ასეთ შემთხვევას რომ ადგილიც ჰქონდეს,  მის გამოვლენას ექიმები ვერც შეძლებენ  ,,საქმე იმაშია, რომ ვირუსის გამოსავლენად სპეციალური ტესტებია საჭირო, რომლის შეძენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა მან ,,ნუჟნაია გაზეტასთან '' საუბარში.

სპეციალისტები გართულების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას ექიმთან დროულ ვიზიტს ურჩევენ, თუმცა იმასაც არ მალავენ, რომ სოხუმში  ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიც არ აქვთ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ცნობით, ქვეყანაში ამჟამად ყოველ 100 ათას მოსახლეზე H1N1-ით 250-მდე ადამიანია დაავადებული, თუმცა  ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ხელისუფლების ნაბიჯებს   სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისათვის,  განაცხადა, რომ საქართველოში გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს, და ეს ნაბიჯები ეპიდემიის სამართავად კი არ არის მიმართული, არამედ  სასწრაფო დახმარების სამსახურების გამართულ და ეფექტიან მუშაობაზე . 

 


 

 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...