მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს. ,,მე პირადად საკონსტიტუციო უმრავლესობას სულ არ გამოვეტირები''...

,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს. ,,მე პირადად საკონსტიტუციო უმრავლესობას სულ არ გამოვეტირები” – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი

Published on

საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია, პირიქით საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. საკონსტიტუციო უმრავლესობას მე, პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო პლენარულ სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის, თიმცა ამისთვის ალბათ ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო. ”ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. 
 
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. თუ უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს. 
 
 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...