მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში. რა კობახიძე და...

მიხეილ სააკაშვილი: ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში. რა კობახიძე და სხვა ბურატინოები და რა მალვინა ბესელია – კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი!

Published on

პარლამენტში  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის ხმაურიან განხილვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.
 
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში მარიონეტების თეატრია.
 
,,ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.
 
რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება "9 წლით",  მინდა მეათასედ გავიმეორო:
 
ეს იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
 
ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი. ”
 
წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...