მთავარისიახლეებისამართალიანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს- ისინი მაღაზიიდან სპორტული საქონლის ქურდობაში არიან...

ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს- ისინი მაღაზიიდან სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები

Published on

 
თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბ “ცხინვალის” ფეხბურთელები, ანტალიაში მდებარე სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.
 
მაღაზიის პერსონალმა გაქურდვა დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილას პოლიცია გამოიძახა. 
 
გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს 5 მოქალაქე, დასახლება ბელეკის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს. სპორტსმენები, ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ.
 
თურქული საიტის malatyaguncel.com-ის ცნობით,. გუშინ რამდენიმე მოთამაშე – გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. კონიატის რაიონის სავაჭრო ცენტრში მივიდნენ და მერე სასტუმროში დაბრუნდნენ. სავარაუდოდ, მაღაზიის დახურვის შემდეგ, თანამდებობის პირებმა და ვინც  საქონელს აკონტროლებს, აღმოაჩინა, რომ 9 ერთეული ნივთი მოპარული იყო. სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა დაახლოებით 17 საათის განმავლობაში მოხდა. , – წერს გამოცემა malatyaguncel

 
ქართველის ფეხბურთელის დაკავების ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმაურება.
 
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ "ცხინვალს", აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.“ – ნათქვამია განცხადებაში
 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...