მთავარისიახლეებისაზოგადოებადეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

Published on

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო.როგორც  სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს განაგრძობენ.„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის, უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ. ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული სანქციები.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
 
გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.
 
გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმებული ბიზნესოპერატორებია: შპს «იბერია», შპს «ორიონი», ი.მ ვეფხვია სარიშვილი, შპს «დანტე», შპს «ლეგო 2011», ი.მ.ბაკურ ასიტაშვილი. საქმიანობის არეალი – დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ეგრეთ წოდებულ გვირაბში არსებული ხორცის სარეალიზაციო ობიექტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...