მთავარისიახლეებისაზოგადოებაემუქრება თუ არა ანაკლიის პორტს საფრთხე? - ანაკლიელები ამბობენ, რომ საკურორტო ზონაში...

ემუქრება თუ არა ანაკლიის პორტს საფრთხე? – ანაკლიელები ამბობენ, რომ საკურორტო ზონაში დილიდან პანიკაა

Published on

მას შემდეგ, რაც ანაკლიელებმა,“თი ბი სი“ ბანკიდან,მამუკა ხაზარაძის წასვლის შესახებ შეიტყვეს, ადგილობრივები პანიკამ მოიცვა. ანაკლიის მცხოვრებლები  აცხადებენ, როცა ბანკიდან პორტის ინვესტიციების მთავარ მომზიდველს და მთავარ მოთამაშეს ხრიკებს უწყობენ,ბუნებრივია ყველას ეჭვი უჩნდება. 
მათი თქმით, ისედაც პორტში სამუშაოები თვენახევარია შეჩერებულია. „პანიკაში,როგორ არ ვიყოთ,თუ საფრთხე ემუქრება ანაკლიის პორტს ჯობდა საერთოდ არ დაეწყოთ…ხალხში დილიდან არის პანიკა…. ეს მარტო ანაკლიელების პრობლემა არ არის,ეს მთელი საქართველოს პრობლემაა.აქ ისედაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით,სამჯერ ქარიშხალმა გვაზარალა. ამდენი ტონა კუბური მეტრი ქვიშა,რომელიც ყრია პორტის ტერიტორიაზე,ერთი ზურგის ქარის დროს სახლებში შემოგვდის…ან აქ ზაფხულში ვინ ჩამოვა,თუ ეს ასე დატოვეს.თან რამხელა ფულია ჩადებული ამ პროექტში“,- ამბობს ეკა გვილია. “ერთადერთი იმედი ჩვენთვის ეს პორტია და მისი მშებლობა თუ შეჩერდა,დავიღუპებით,არც ფესტივალია ჩვენთვის და არც პორტი??? ეს საშინელებაა.გულს უხაროდა,ამოდენა პროექტი რომ დაიწყეს და ეს თუ დაპაუზდა… გაქცევზე ვართ ყველა…“,- აცხადებს ჟანა ცხადაია.
 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...