მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ქვეყნის იმიჯი დაზარალდა" - გიგი უგულავა

“ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ქვეყნის იმიჯი დაზარალდა” – გიგი უგულავა

Published on

პრინციპში, სწორი გადაწყვეტილებაა, სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „თიბისი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძის წასვლას.
 
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამით ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ქვეყნის იმიჯი დაზარალდა.
 
„პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. „კავკასიური ცარცის წრის“ სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ – ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდება სადმე კუთხეში. შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა. დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა. ვადები: ყოველი დღე ძვირფასია“, – დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...