მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დღეს, შესაძლოა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა...

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დღეს, შესაძლოა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვონ

Published on

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა შესაძლოა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვონ. პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს სავარაუდოდ დღესმოხდება.
 
ამ ინფორმაციით,  სამეული „ოცნების“ დატოვებას არ ჩქარობდა, თუმცას პოლიტსაბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც უვადო მოსამართლეებზე ბესელიას კანონპროექტი საბოლოოდ დაიბლოკა, სამეულს უმრავლესობის დღესვე დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა.
 
ასევე, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში უმრავლესობას დატოვებენ ამ  კანონპროექტის სხვა ინიციატორებიც და ყველა ერთად პარლამენტში ახალ ფრაქციას შექმნის.
 
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე.
 
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.
 
მმართველ გუნდთან დაპირისპირებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებენ.
 
ეკა ბესელიას თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მათ მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს იმიტომ არ უჭერენ, რომ ეს მათ მიერ არის ინიცირებული.
 
„გავაგრძელებთ მუშაობას“ იცით, რას ჰგავს? – ბიძინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციაზე და სპორტულ მოედნებზე თბილისის მერის დავალებით და მერე კუჭავას ხელით ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით ასეთი ვარიანტია.
 
რას ნიშნავს, ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ, ეს არასერიოზულია – გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა გვეჯიბრებიან?! კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
 

 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...