მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა

Published on

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა – ამის შესახებ „TV 25”-ს ახლობლებმა აცნობეს.
 
78 წლის კაცი დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული
 
. ხანდაზმული სამედიცინო დაწესებულების პალატიდან დღეს, დილით ისე გავიდა, რომ ამის შესახებ პერსონალს და დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია.
 
როგორც ახლობლები აცხადებენ, დაკარგულ პაციენტს ახლა ბათუმის ქუჩებში უშედეგოდ ეძებენ.
 
ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალის პრესცენტრმა ფაქტის შესახებ ჩვენგან შეიტყო. აქ გვითხრეს, რომ მომხდარს შეისწავლიან და სათანადო რეაგირება მოხდება.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...