მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო სექტორი დროებითი კომისიის შექმნას და დაგროვებული საქმეების შესწავლას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი დროებითი კომისიის შექმნას და დაგროვებული საქმეების შესწავლას ითხოვს

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კარგად გათავისებული, თუ რას ნიშნავს შეწყალება.
 
როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტი კარგად გარკვეულიყო დეკანოზის საქმეშიც და ამის შემდეგ გაეკეთებინა განცხადებები.
 
ისინი მოუწოდებენ ზურაბიშვილს, დროებით მაინც შექმნას შეწყალების კომისია და განიხილოს დაგროვილი განცხადებები.
 
“პრეზიდენტის პასუხი რომ ყოფილიყო მხოლოდ დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გასაგები იქნებოდა და ეს იქნებოდა ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია.
 
"ჩემთვის შემაშფოთებელია თავად ამ განცხადების კონტექსტი, რადგან ამ პროცესში უფრო აქტიური როლი უნდა ჰქონდეს  საპატრიარქოს, შეწყალებას ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებლად არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას და მთავრობის მონაწილეობა უნდა იყოს წარმოდგენილი. ასეთი განცხადებები პრეზიდენტის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებაზე ვფიქრობ დადებით გავლენას არ ახდენს,“-ამბობს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.
 
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, უკვე დიდი ხანია პატიმრების შეწყალების კომისიის შექმნასა და გადაწყვეტილებების გამოტანას ელიან.
 
ამიტომ, გიგაურის აზრით, ვიდრე გადაწყდება მიეცემა თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება, უნდა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც ამ თვეების მანძილზე დაგროვილ განცხადებებს გაეცნობა.
 
პრეზიდენტის განცხადებით,შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც გარკვეულ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული.
„მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით კი განაცხადა: 
 
„მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი.“

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...