მთავარისიახლეებიეკონომიკასაპენსიო რეფორმის შეჩერების ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს მიმართა

საპენსიო რეფორმის შეჩერების ინიციატივით “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტს მიმართა

Published on

საპარლამენტო უმცირესობა საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს უკვე მიმართა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული საპენსო სქემა არ იძლევა ღირსეული სიბერის გარანტიას და პირიქით ქმნის უამრავ პრობლემას. ჭიაბერაშვილის თვლის. რომ ეს სქემა გაზრდის უმუშევრობას ახალ თაობაში, რადგან დამსაქმებელს აღარ მოუნდება დამატებითი გადასახადის გადახდა იმ ადამიანისთვის, რომელიც უნდა აიყვანოს სამსახურში და 40 წელზე ქვემოთაა:
 
„დაგროვებითი პენსიის სქემა, რომელიც "ოცნებამ" შემოიღო, თავისთავად, ხარვეზიანია და ყველამ დაინახა, რომ ის არ იძლევა არც ღირსეულ სიბერეს და დღეს ქმნის უამრავ პრობლემას. მაგრამ ჩვენ ახლა შეჩერებას ვითხოვოთ იმიტომაც, რომ თვითონ საპენსიო სააგენტო აღმოჩნდა, რომ დაუკომპლექტებელია. საინვესტიციო სააგენტო, რომელმაც ფული უნდა განათავსოს და ფულს ფული უნდა მოაგებინოს, დაუკომპლექტებელია. სად უნდა განათავსონ ეს ფული, თვითონვე არ იციან და განსაზღვრული არ აქვთ. ანუ, იმდენად მოუმზადებელი რეფორმა იყო, რომ, თუნდაც, ეს ხარვეზიანი სქემა ხომ მაინც უნდა მომზადებული ყოფილიყო, რომ ჩამოყალიბებულიყო სტრუქტურები და ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ხალხს ნუ აცლიან ამ ფულს დღეს ჯიბიდან, როცა არ იციან ფული სად დააბანდონ.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...