მთავარისიახლეებისამხედრო თემასავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის შემთხვევაში შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის შემთხვევაში შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

Published on

საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ.
 
ამავდროულად მკაცრდება სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობა ამოწურული იქნება, სტუდენტის სტატუსი ვეღარ გახდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების საფუძველი. 
 
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში.
 
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მალე პარლამენტში დარეგისტრირდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა. ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან მავნებლურ იდეად შეფასდა. 
 
„არასწორი და მავნებლური იდეა, ვის დაებადა ეს იდეა თავში, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს. დარწმუნებული ვარ, ამას ხალხის დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მავნებლური იდეა არ განხორციელდეს,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.
 
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ აუცილებელია, ქვეყანამ მიიღოს ამერიკული მოდელი, რაც საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს და ადამიანები სამხედრო სამსახურში ძალით არ უნდა წაიყვანონ.
 
„ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანები ძალით არ უნდა წაიყვანო ჯარში, თვითონ უნდა ჰქონდეს ამის სურვილი, ამიტომ საკონტრაქტო პრინციპი არის სწორი, რაც არის ამერიკული პრინციპი,“ – ამბობს ოთარ კახიძე. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...