მთავარისიახლეებიპოლიტიკასაშიში მანქანები საქართველოში - ბათუმისა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი რამდენჯერმე...

საშიში მანქანები საქართველოში – ბათუმისა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი რამდენჯერმე განგაშის რეჟიმზე ჩაირთო

Published on

საშიში მანქანები საქართველოში – ბათუმისა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი უკვე რამდენჯერმე განგაშის რეჟიმზე ჩაირთო. მიზეზი იაპონიიდან შემოსული ავტომობილებია.
 
გაირკვა, რომ მანქანები რადიაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული. ფოთის და ბათუმის პორტებში დამონტაჟებულ სკანერებზე განგაშის სისტემაც ირთვება, თუმცა, ავტომობილები საქართველოს ტერიტორიაზე მაინც შემოჰყვათ.
 
ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ იაპონიიდან იმპორტირებულ ნისან იქს ტრეილში რადიაციული გამოსხივება დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა. ავტომობილი უკან არ დაუბრუნებიათ და ის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვეს.
 
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტი ყვება, რომ საქართველოში იაპონიიდან სიცოცხლისთვის საშიში, რადიაციულად დაბინძურებული ავტომობილები ხშირად შემოდის.
 
სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ მფლობელებმა მანქანები ინდივიდუალურად შეამოწმონ, რადიაციული გამოსხივების კერის აღმოჩენის შემდეგ ავტომობილი ან უკან იაპონიაში დააბრუნონ ან სახელმწიფომ ასეთი მანქანების დამარხვა უზრუნველყოს.
 
იაპონიაში ავტომობილის შეძენა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით იაფი ჯდება, ამიტომ ქართველი მძღოლები მანქანის ყიდვისას არჩევანს ამ ქვეყანაზე აკეთებენ.
 
არასამთავრობო სექტორს ეჭვი აქვს, რომ სახელმწიფო სახიფათო მანქანების ქვეყანაში შემოსვლაზე თვალს ბიუჯეტის შევსების მიზნით ხუჭავს.
 
საქართველოს კანონმდებლობით ქვეყანაში აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი. პასუხისმგებელი კონტროლზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოა.
 
რადიაცია უხილავი საფრთხეა, რომელიც ყველაზე მეტად გენეტიკაზე მოქმედებს და უმძიმეს დაავადებებს იწვევს. იაპონიიდან შემოსული, სავარაუდოდ, საშიში ავტომობილებით ხშირად მოქალაქეები სხვებსაც ემსახურებიან, ამიტომ საფრთხე არა მხოლოდ ავტომფლობელების, არამედ იმ მოქალეების სიცოცხლესაც ექმნება, რომელმაც სულ არ იცის, რა რისკის მატარებელია ასეთი ტაქსით მგზავრობა.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...