მთავარისიახლეებისაზოგადოებაილიაუნის სტუდენტები რექტორის გადადგომას საღამოს 22:00 საათამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებენ

ილიაუნის სტუდენტები რექტორის გადადგომას საღამოს 22:00 საათამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებენ

Published on

სტუდენტების ულტიმატუმი განათლების მინისტრს – ილიაუნის ბიზნესსკოლას სტუდენტები მიხეილ ბატიაშვილისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მინისტრს საქმეში გასარკვევად დრო ხვალ საღამოს 10 საათამდე აქვს.სტუდენტები ულტიმატუმს ილიაუნის რექტორსაც უყენებენ. ისინი გიგა ზედანიას თანამდებობის გადადგომისთვის ვადას უწესებენ.  სტუდენტები განმარტავენ, რომ თუ რექტორი  22:00 საათამდე არ გადადგება, შიმშილობას დაიწყებენ.სტუდენტების ულტიმატუმს ილიაუნის რექტორის მოადგილე გამოეხმაურა. ნინო დობორჯგინიძის თქმით, ახალგაზრდების პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელია.
სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ასევე ახალგაზრდები დეკანის თანამდებობაზე კვლავ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...