მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მანამდე, ივანიშვილის დავალებით, ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს აიძულებდა ბანკში წილის დათმობას... შემდეგი...

„მანამდე, ივანიშვილის დავალებით, ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს აიძულებდა ბანკში წილის დათმობას… შემდეგი სამიზნე ანაკლიაა“ – რატომ დუმს ხაზარაძე?

Published on

ეს არის პოლიტიკური დევნა და არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოდან გადაყენების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
„ეროვნული ბანკის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინანდელი დარღვევისათვის თი-ბი-სი ბანკის მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, არის პოლიტიკური დევნა. მანამდე, ივანიშვილის დავალებით ეროვნული ბანკი აიძულებდა მათ ბანკში წილის დათმობას და პრობლემის ”მშვიდობიანად” მოგვარებას.
 
ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი.
 
საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ფილიალი, ხოლო მისი პრეზიდენტი, შსს-ს ლაქია.
 
მამუკა ხაზარაძე სანამ კულუარული თამაშების იმედად იქნება და არ იტყვის საჯაროდ სიმართლეს, წავა არა მარტო ბანკიდან, არამედ წავა ციხეში, რადგან ასე უნდა ოლიგარქს.
 
ეს პროცესი ამით არ დამთავრდება. შემდეგი სამიზნე არის ანაკლია.
 
რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ტი-ბი-სი ბანკის და მისი აქციონერების პრობლემა. ეს არყევს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.“ – წერს რომან გოცირიძე

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...