მთავარისიახლეებისაზოგადოებაანსამბლი "როკვა" ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე სადებიუტო ნომრით წარსდგება

ანსამბლი “როკვა” ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე სადებიუტო ნომრით წარსდგება

Published on

17 მარტს ბათუმში  საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი იმართება, სადაც სადებიუტო ნომრებით წარსდგება ანსამბლი „როკვა“. ფესტივალზე მონაწილეობენ საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიული ანსამბლები და ასევე სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფები. ანსამბლი „როკვა“ სოფელ შამგონის საჯარო სკოლასთან არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც 6 თვის წინ შეიქმნა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ბექა ლაგვილავა, ქორეოგრაფი ნინი გოგავა.“ჩვენ სულ რაღაც 6 თვეა ანსამბლი შევქმენით და ამ მოკლე დროში დაუღალავი შრომის,  ყოველდღიური რეპეტიციების შედეგად მზად ვართ ღირსეულად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის აჭარაში.. არ გაგიკვირდებათ და წავრდგებით აჭარული (განდაგანა ) და ცეკვა ქართულით.“- აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი. ფესტივალის გამარჯვებულსა და პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა  აპრილში ერთკვირიანი საგზური ბაქოში.

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...