მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოტო, რომლის გამო შესაძლოა კომპანია "ვისოლი" დაჯარიმდეს

ფოტო, რომლის გამო შესაძლოა კომპანია “ვისოლი” დაჯარიმდეს

Published on

დაარღვია თუ არა "ვისოლმა" საავტორო უფლებები და დაეკისრება თუ არა კომპანიას კანონის უგულებელყოფისთვის კომპენსაცია? საქმე ეხება ზუგდიდელი ფოტოგრაფის, თემურ ბართავას მიერ 3 იანვარს, ზუგდიდში გადაღებულ ფოტოს, სადაც ასახულია დადიანების ისტორიული სასახლე თოვლში. აღნიშნული ფოტო ფოტოგრაფმა თემურ ბართავამ სოციალურ ქსელში საკუთარი სახელი და გვარის მითითებით გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი დამლაიქებელი და გამზიარებელი ჰყავს. ცოტა ხანში კი, აღნიშნული ფოტო კომპანია ვისოლმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე განათავსა, თუმცა ფოტოს ავტორის ინიციალების გარეშე და საკუთარი ბრენდის ლოგოტიპის მითითებით. აღნიშნულ ფაქტს ზუგდიდში გამოხმაურებები მოჰყვა. სოციალურ ქსელებში "ვისოლი" ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში დაადანაშაულეს და ფოტოგრაფს მოუწოდეს, კომპანიას კანონის უგულებელყოფის გამო ფულადი კომპენსაცია მოსთხოვოს. თავად ფოტოგრაფიც მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით მისი უფლებები დაირღვა.
"ფოტო, რომელიც ვისლომა საკუთარ ფეისბუქგვერდზე განათავსა, ჩემს მიერაა გადაღებული, თუმცა მას ავტორის დამადასტურებელი ინიციალები წაშლილი აქვს, ამასთან, კომპანიამ ვისოლის ლოგო ფოტოს დაადო. ლამაზი ფოტოა, დადიანების სასახლე დიდთოვლობისას, რომელიც 3 იანვარს გადავიღე. არ ვიცი რა როგორ იქნება, თუმცა, შევეცდები ჩემი უფლებები იყოს დაცული. ვფიქრობ, რომ ვისოლმა ჩემი ინტელექტუალური საკუთრება დაარღვია" – აცხადებს Odishinews -სთან საუბარში ფოტოგრაფი თემურ ბართავა.
კომპანია ვისოლის ფეისბუქგვერდზე ამ წუთამდე დევს ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო, რომელსაც სათაურად აქვს "ასე გამოიყურება დადიანების ფიფქებში გახვეული სასახლე" და აღნიშნულ ფოტოს ვისოლის გვერდზე 4.290 მომწონებელი ჰყავს.
რაც შეეხება ვისოლის პოზიციას – კომპანიასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა შევეცდებით მათგან გავიგოთ დეტალები, თუ რატომ განათავსეს ფოტო ავტორის ინიციალების გარეშე და კომპანიის ლოგოტიპით.

სიახლეები

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ამბავი ფეიკია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყუილი უწოდა რუსული მხარის განცხადებას, რომ უკრაინამ დრონებით ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში...

სურსათის ფასებთან დაკავშირებით შეიქმნა საკოორდინაციო კომისია

ოლიგარქის მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი...