მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო.
 
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმი დაათვალიერა. პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
 ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ თურქ კოლეგასთან – ქვეყნის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ბინალი ილდირიმთან გამართა.
 
 
პირისპირ და შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.
 
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ კუთხით არსებულ პოტენციალს.
 
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
 
როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს შეეხო.
 
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და მეგობრობას. პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ამას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის ყველა ასპექტზე, დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობით, გაგრძელებული ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობებით. ჩვენი თანამშრომლობის თითოეული ეს განზომილება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ჩვენი ორი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. მათ შორის, ჩვენ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და ჩვენს თურქ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ იმ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ მიმართულებით ვგრძნობთ ჩვენი თურქი მეგობრების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...