მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვისია ყაზგაზტრანს- თბილისი?'' - ოპოზიცია ოფშორში დაფუძნებული ამ ფირმის მეპატრონეებისა და...

,,ვისია ყაზგაზტრანს- თბილისი?” – ოპოზიცია ოფშორში დაფუძნებული ამ ფირმის მეპატრონეებისა და მეწილეების დასახელებას მოითხოვს

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელების გასაჯაროებას მოითხოვს.
 
„ყაზტრანსგაზ-თბილისის" გაყიდვის შემდეგ, კომპანიამ აბონენტებს, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო, კომერციული დანიშნულებით მოიხმარენ, ტარიფი 7%-ით(5,5 თეთრით) გაუზარდა, რაც მძიმედ აწვევება ყველა იურიდიულ პირს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, სახელმწიფომ „ყაზტრანსგაზ-თბილისს" ჩამოაწერა 96 მილიონიანი დავალიანება და კომპანია გადაეცა ახალ მესაკუთრეს.
 
„2018 წლის ბოლოს ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაიყიდა და ქართული ბიზნეს ჯგუფის საკუთრება გახდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია „სი ბი ეს“ ჯგუფის მიერ ოფშორში დაფუძნებული Waltbay ltd გახდა. ამ კომპანიების ოფიციალური მესაკუთრე არის ხვიჩა მაქაცარია, რომელიც კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი და მასთან დაახლოებული პირია.
 
ვინ არიან ოფშორში დაფუძნებული ფირმის მეპატრონეები და მეწილეები ჩვენთვის ცნობილი არ არის", – განაცხადა ცისკარიშვილმა.
 
მან ასევე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, კერძოდ, ოპოზიცია ითხოვს ოფშორში დაარსებული კომპანიის სხვა მფლობელებისა და მეწილეების ვინაობის გამხელას და ასევე დასახელდეს წყარო თუ როგორ გადაუხდის სახელმწიფო 40 მილიონ დოლარს ყაზახურ მხარეს.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...