საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიგი წერეთელი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა და თაბუკაშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. დეპუტატი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას, იძულებით გადაადგილებული პირებისგან მოისმინა იმ პრობელების შესახებ, რომელიც ამჟამად კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებლეს აწუხებთ. როგორც დევნილები აღნიშნავენ, მიუხედავად საცხოვრებელი კორპუსების გარეგნული იერსახისა, შიგნით მათ მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ. დევნილთა განცხადებით, კორპუსში სახურავი უხარისხოდაა გაკეთებული და უამინდობის დროს წყალი ჩამოდის, კედლები და იატაკი დანესტიანებულია. თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები სწრაფად და უხარისხოდ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებზე ლაპარაკობენ.პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი დევნილებს შეპირდა, რომ დაინტერესდება აღნიშნული საკითხით და მაქსიმალურად დაეხმარება დევნილებს პრობლემების გადაწყვეტაში. თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან გიგი წერეთელის შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...