მთავარისიახლეებიპოლიტიკა„კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას ქმნის

„კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას ქმნის

Published on

„კანონი და სამართალი“ – ასე ქვია ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ქმნის. პოლიტიკურ ძალას 2020 წლის არჩევნებისთვის ამბიციური გეგმები ექნება.ჩარკვიანი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხალხთან შეხვედრების შემდეგ მიიღო, რადგან სოციალური პრობლემებით, უმუშევრობით შეწუხებულ მოსახლეობას ცვლილებები სურს.ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 10 მარტს გაიმართება, მანამდე კი ორგანიზაცია მოქალაქეებთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ მუშაობას იწყებს.„კანონი და სამართლის“ პარტნიორი გაერთიანებული ოპოზიცია და ყველა ის პროდასავლური ძალა იქნება, რომელიც ჩრდილოეთისკენ არ იყურება.
კორუფციის დამარცხება და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა – ეს ახალი პარტიის მთავარი მიმართულებები იქნება. პარტია პირველივე პრეზენტაციისთვის ხელისუფლებაში არსებული კლანური გარიგებებისა და კორუფციული სქემების შესახებ საგანგებო ვიდეოკლიპებს გადაიღებს.ახალი პარტია „კანონი და სამართალი“ ქვეყანაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნას შეუერთდება.
ორშაბათს დილის 10:00 საათიდან 26 მაისის მოედანზე თაკო ჩარკვიანი ახალი პარტიის მხარდამჭერების რეგისტრაციას დაიწყებს

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...