მთავარისიახლეებისამართალიდეკანოზ მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საპატრიარქომ უნდა მიიღოს , რათა შემდგომში დარტყმის...

დეკანოზ მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საპატრიარქომ უნდა მიიღოს , რათა შემდგომში დარტყმის ქვეშ კონკრეტულ სასულიერო პირი არ აღმოჩნდეს

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ისევ საპატრიარქოს მიმართავენ. უფლედამცველების რეაქცია მამა გიორგის მოძღვრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მის ზიარებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
 
ადვოკატები თვლიან, რომ ზიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირმა უნდა მიიღოს, რათა შემდგომში კონკრეტულ სასულიერო პირზე დამდგარი შედეგების გადაბრალება არ მოხდეს.
 
„ოჯახის მოთხოვნა და ასევე ადვოკატების მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ საპატრიარქომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული იქნეს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირების მიერ, გაიცეს კონკრეტულად ლოცვა-კურთხევა იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზი აზიარონ. შესაბამისად, ჩვენი პროტესტი და პირველ რიგში ოჯახის პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საპატრიარქო არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, რომელი პასუხისმგებლობაც დიახაც, მასზე არის,“ – აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...