მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩუგოშვილი წითელ ხაზებზე ალაპარაკდა, ბესელიას მოთხოვნებს ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდა,...

თამარ ჩუგოშვილი წითელ ხაზებზე ალაპარაკდა, ბესელიას მოთხოვნებს ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდა, ჭიჭინაძე ამბობს, რომ უმრავლესობას კიდევ ბევრი დატოვებს

Published on

ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის
 
. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. კანონპროექტს ხელს აწერს 9 დეპუტატი. მათ შორის არიან ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე.
 
ამასობაში კი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი წითელ ხაზებზე ალაპარაკდა – თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის სადავო ბიოგრაფიების მქონე მოსამართლეებს მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა პოლიტიკაში საკუთარი თავი ვეღარც დაინახოს. 
 
„მაქვს მოლოდინი, რომ პროცედურები, რომელიც დაიწერება პარლამენტის მიერ, იქნება ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული შერჩევის პროცესის საფუძველი. მაქვს სრული მოლოდინი, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან, იქნებიან მაქსიმალურად საუკეთესო. ამ ეტაპზე მთლიანად ამაზე ვარ ორიენტირებული.
 
არ მინდა ლაპარაკი შიდა დაპირისპირებაზე, კონფლიქტებზე და ა.შ. დროის ხარჯვაა იმიტომ, რომ ეს პროცესია მნიშვნელოვანი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი, მძიმე აღმოჩნდა, რომ ეს სიმძიმე გამოიწვია იმ ფორმამ, რა ფორმითაც იუსტიციის საბჭომ სია შემოგვთავაზა. გვინდა, ეს პროცესი დასრულდეს იმ შედეგით, რა შედეგიც ჩვენს ქვეყანას აწყობს.
 
თუ არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, მერე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ.'' – განაცხადა  ჩუგოშვილმა 
 
ვიცე სპიკერის განცხადებას "ქართული ოცნებიდან" გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ს ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობას კიდევ ბევრი დატოვებს.  მისი თქმით,, მმართველი გუნდიდან წევრების წასვლის მიზეზი ის არის, რომ „ქართული ოცნება“ იმ მთავარ ღირებულებებს ასცდა, რის გამოც მათ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა
 
„ღირებულებებში ცდებიან ეს ადამიანები ერთმანეთს და გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც მე განვაცხადე ზაფხულში, რომ ჩვენ გაგვაჩნია თმენის ვალდებულება, რომ ირაკლი კობახიძეს ვითმენთ, ეს ნელ-ნელა დასტურდება  ძალიან ბევრს ამ თმენამ ზღვარი გადაუჭარბა  , დიდი ხანია დეპუტატები "კობახიძეს ითმენენ."და აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებებს,"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
 

 

სიახლეები

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...