ვიშეგრადის ფონდის ხელშეწყობით საქართველოში ხორციელდება პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების დაცვას და ამ მხრივ განსაკუთრებული პროექტების განხორციელებას. პროექტის დასკვნითი ეპატის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო ანაკლიაში, სადაც სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენლები ზუგდიდის საჯარო სკოლისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სლოვაკეთის პარლამენტის წევრმა, რომელიც ამავე დროს მშვიდობის ელჩიცაა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ბავშვთა საფეხბურთო მოედნის აშენების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს აფხაზი და ქართველი ბავშვების დაახლოების პროცესს. პროექტის მიზანიც სწორედ ესაა – მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლების გაბვითარება. პარალელურად შეხვედრა გაიმართა კოკის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებთან, სადაც სტუმრები ბავშვებს გაესაუბრნენ ბავშვთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სტუმრებმა მოსწავლეებს საჩუქრად მშვიდობის მტრედები გადასცეს, როგორც სლოვაკი და ქართველი ბავშვების მეგობრობის სიმბოლო. პროექტის მიზანია მოხდეს. სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, არ არის გამორიცხული განხორციელდეს ქართველი და სლოვაკი ბავშვებისთვის გაცვლითი პროგრამა, ასევე დაგეგმილია ზუგდიდისა და სლოვაკეთის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრებაც.
ზუგდიდის სკოლის მასწავლებლები სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდნენ (VIDEO)
სიახლეები
საზოგადოება
თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს
თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი
საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...
მსოფლიო
უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა
უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...
საზოგადოება
„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...