მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერი მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს

პრემიერი მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს

Published on

. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები და მათი მხარდამჭერები სამოქალაქო საზოგადოებიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის აკრძალვას , პარლამენტში დარეგისტრირდა შესაბამისი  ანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებს  განბაჟებასთან, რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ამან მხოლოდ გააძლიერა საპროტესტო განწყობები და, როგორც ჩანს, დააფიქრა ხელისუფლებაში მყოფი პარტიული თანამდებობის პირები, რომელთაც ხელს არ აძლევთ პოტენციური ამომრჩელის განაწყენება მოახლოებული არჩევნების პირობებში.  შსს-ს მიერ შემუშავებული  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პირველივე განხილვაზე  საპარლამენტო კომიტეტებში  მათი მხრიდან დადგა კანონპროექტის დამტკიცებისა და ამოქმედების წლის ბოლომდე გადავადების საკითხი იმ მოტივით, რომ ეს დააზარალებს ბიზნესსექტორს,  რასაც ეწინააღმდეგებიან საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, რომლებიც კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას და ძალაში შესვლას 2016 წლის 1-ელი მარტიდან .მოითხოვენ. 

 მარჯვენასაჭიან მანქანებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ნაბიჯი უკან არ იქნება. თუმცა საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს  თავისუფლად შეუძლიათ  მათი გაყიდვა ან  გადაფორმება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, ამდენად მათ საკუთრებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება. საუბარი იყო ვადაში შეზღუდვაზე, ახალი პარტიების შემოტანის შეზღუდვაზე. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...