მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ თანამდებობა დატოვა

Published on

ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ თანამდებობა  დატოვა. აღნიშნული ჟურნალისტებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ დაუდასტურა: “მერის მოვალეობის შემსრულებელი განიხილავს მის კანდიდატურას შედარებით დაბალ პოზიციაზე, რათა გამოყენებულ იქნას მისი გამცოდილება, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“- განაცხადა მადგალინა თოდუამ.
„დიახ, დავტოვე, პენსიონერი ვარ უკვე, რამდენი ხანი უნდა მემუშავა, დასვენება მჭირდება. თუმცა ვრჩები სამსახურში, უფრო დაბალ პოზიციაზე“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ რუსლან კილასონიამ. კილასონიამ არ დააკონკრეტა თუ რა პოზიციაზე განიხილება მისი კანდიდატურა „ბრძანება იწერება და წინასწარ ვერ გეტყვით“- განაცხადა მან. განცხადებაში კილასონიას ოჯახური მდგომარეობა აქვს მითითებული
 
 

სიახლეები

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...