მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

კახა კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

Published on

ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უწყებაში განუცხადა, სადაც ის მოადგილეებთან ერთად ექსპერტებს შეხვდა. მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად შეხვედრები "დახურული არ არის". "შეხვედრები დახურული არ არის და მათთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა, თუმცა ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ ამ შეხვედრების გადაცემა პირდაპირ ეთერში არ ხდება და "ლაივის" გაკეთება შეუძლებელია. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს", – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებს სურდათ გაეგოთ, რა სიტუაციაა ბაზარზე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კალაძემ დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ იყო კითხვები, რომელსაც შესაბამისი პასუხები გაეცა. ენერგეტიკის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მსგავსი ტიპის შეხვედრები გამართვა სამომავლოდაც გაგრძელდეს. 
 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...