აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომელი ნონა უბილავა ბოლო პერიოდში ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსებს აქვეყნებს,რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უბილავა ხელმძღვანელობას უპირისპირდება." მე თქვენს კარიერას მალე დავამთავრებ!! გპირდებით!!!თქვენ საკუთარი მიდგომით უპირისპირდებით საკუთარ ხელისუფლებას, ხალხს და საკუთარ თავს !!!" ადამიანებო. გაიგეთ ერთი რამ!..მე ვიყავი არასამთავრობო სექტორში წლების გავმავლობაში და ვიცავდი დევნილის უფლებებს. შესაბამისად ბევრი მათგანი ჩემი ბენეფიციარი იყო , ამიტომ ნუ გიკვირთ თუ ამჟამადაც ისინი პრობლემის დროს მირეკავენ . ამ კითხვას ნუ სვამთ. თქვენ იმაზე იმუშავეთ, რომ დაგირეკონ თქვენ! გპირდებით . მე ხელს არ შეგიშლით! მე თქვენ დაგეხმარებით !ოღონდ ნუ თამაშობთ , რომ ყველაფერი იცით. რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ნუ გგონიათ , რომ დედამიწის საყრდენი ხართ. ისინი ჩვენგან ბევრ რამეს კი არ ითხოვენ. ადამიანური სითბო , გულწრფელობა და ელემენტარული მხარდაჭერა სრულიად საკმარისია მათი ნდობის მოსაპოვებლად. მაგრამ როცა ამის გაცემაც არ გინდათ , შემდეგ მათი მხრიდანაც დანდობას ნუ ელით …და არც აგრესია არ გაგიკვირდეთ…თუ თქვენ გაქვთ სურვილი ეხლავე შეგახსენებთ შეკვეთილ აქციებს ბატონი ყოლბაიას წინააღმდეგ, ადგილის შენარჩუნების ბინძურ მეთოდოლოგიას , წასვლის და საკუთარი კანდიდატურის მოყვანის არასწორ გზებს. უკვე სერიოზულად მოგიწევთ პასუხი აგოთ გალელების შეურაცყოფაზე, თქვენს უვიცობაზე და დანაშაულზე !!! “ამ რამოდენიმე ხნის წინ გავარცელე მიმართვის ტექსტი , სადაც მივმართე დევნილ მოსახლეობას, რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს გამომძალველი რამაზ არონია. მე პოზიცია არ შემიცვლია და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს უარყოფით განწყობას ამ ადამიანის და მისი გარემოცვის მიმართარასოდეს არ დავინდობ ამ ტიპის ადამიანებს.არასოდეს არ ვიქნები იქ,სადაც ისინი დგანან! ისინი მუდმივ რეჟიმში იგრძნობენ ჩემს სიძულვილს და შიშს , რომ ყველა მათ ქცევას ექნება ადეკვატური პასუხი!უფრო მეტიც. ამ დღეებში მე გავასაჯაროებ არონიას ლობისტებს და მის ინფორმატორებს.ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ. ამ ქვეყანაზე უზენაესი არის კანონი და მისი დაცვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაც არის და ვალდებულებაც”.– წერს ნონა უბილავა.
სიახლეები
სამართალი
აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული.
როგორც შინაგან საქმეთა...
სამართალი
ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...
სამართალი
პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...
მსოფლიო
რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს
რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...