მთავარისიახლეებიპოლიტიკატუბერკულოზის საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში - საქართველო გლობალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს

ტუბერკულოზის საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში – საქართველო გლობალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს

Published on

მედიკამენტებისადმი მდგრადი ტუბერკულოზის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების მთავარ გამოწვევად ტუბერკულოზის ის ფორმა რჩება, რომელიც მედიკამენტების მიმართ გამძლეა და მკურნალობას ხშირ შემთხვევაში აღარ ექვემდებარება. ე.წ. რეზისტენტული ტუბერკოლუზის შემთხვევებით საქართველო გლობალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

გახანგრძლივებული ხველა, საერთო სისუსტე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაბალი ტემპერატურა, – ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ ექიმს მიმართონ. ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის ბაქტერია იწვევს. იგი ვრცელდება როცა დაავადებული პირი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. რისკჯგუფში შედიან მწეველები, ასევე, დიაბეტისა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირები.

აჭარასა და სამეგრელოში ტუბერკულიოზის შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის რეგიონი ნულოვანი ტუბერკულოზის ზონად გამოცხადა და იქ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს. დაავადებით ინფიცირებულებს შესაბამის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო კურსს სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

რეგიონებში 10 ცენტრი, დედაქალაქში კი 2 დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც ტუბერკულიოზის მქონე პაციენტები მკურნალობენ. ბოლო წლების სტატისტიკით, ამ დაავადებით საქართველოში 3 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...