მთავარისიახლეებიპოლიტიკამშენებლობები თბილისში მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე - გეოლოგები მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებზე საუბრობენ

მშენებლობები თბილისში მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე – გეოლოგები მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებზე საუბრობენ

Published on

მშენებლობები მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე – გეოლოგები მოსალოდნელ კატასტროფაზე საუბრობენ. ჩამონგრევის საფრთხე, მათი გათვლებით, რამდენიმე მაღალსართულიან კორპუსს ემუქრება.
 
თემქა-გლდანის დამაკავშირებელ გზაზე ფერდობი დაიძრა, სადაც მეწყრული პროცესების გააქტიურება მცირე მშენებლობებმა განაპირობა.
 
აღნიშნული ტერიტორია 25 წლის განმავლობაში მშენებლობებისთვის დაკონსერვებული იყო, თუმცა, ერთი წლის წინ ახალი ნებართვები გაიცა, მშენებლებმა მეწყრულ ფერდობს ძირი გამოაცალეს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.
 
საფრთხის შესახებ გეოლოგები მერიას დიდი ხანია, აფრთხილებენ, თუმცა, არანაირი ზომები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად არ გატარებულა.
 
ოჯახები, რომლებიც პირდაპირ მეწყერსაშიში ტერიტორიის ქვეშ ცხოვრობენ, ყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებამდე ისინი არავის გაუფრთხილებია. ფერდობის ჩამოშლის ფაქტს თავად შეესწრნენ.
 
გეოლოგების თქმით, არასწორად დაგეგმილი მშენებლობების გამო, დედაქალაქი შენელებული მოქმედების ნაღმს დაემსგავსა, სადაც კატასტროფა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. ის, რაზეც გეოლოგები განგაშის ზარს სცემენ, საერთოდ არ იცის თბილისის მერმა.
 
სახიფათო მშენებლობებსა და მოსალოდნელ კატასტროფაზე დაკავშირებით "კურიერის" კითხვაზე პასუხად თბილისის მერმა თქვა, რომ საკითხში ვერ ერკვევა.
 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, ამბობს, რომ სწორედ 300 ლარი და ერთი ბოთლი კონიაკია საჭირო იმისათვის, რომ მერიაში გეოლოგიური სამსახურისგან ნებართვა მიიღო.
 
შეშელიძის ქუჩა, მთაწმინდის ქედი, ჟვანიას ქუჩა, წყნეთის ქუჩა – ეს იმ ადგილების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, სადაც სპეციალისტები უახლოეს მომავლში კატასტროფას ელოდებიან. 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...